Sunday, April 23, 2017

მეცხრე დღე

ტრენინგის ბოლოს, მე-9 დღეს, გადავამოწმეთ ჩვენი პროექტის გეგმა,  გავაკეთეთ პროექტების პრეზენტაცია
 საინტერესო იყო ყველა პედაგოგის პროექტის საბოლოო ვარიანტიმანანა ჯანიბეგაშვილმა წარმოგვიდგინა პროექტი მიგრაციის თემაზე, გაგვაცნო რამდენად აქტუალურია  დღეს ეს საკითხი, ისაუბრა ამ პრობლემის მოგვარების გზებზე
საინტერესო იყო გეოგრაფიის პედაგოგის, ჟუჟუნა ჯაშის, პროექტი- თუ როგორ შეიძლება ქართველმა სტუდენტებმა უფასოდ ან შეღავათიანად შეძლონ სწავლის გაგრძელება უცხოეთში, რაც მეტად საინტერესო იქნება მეთორმეტეკლასელთათვის.
რუსული ენის მასწავლებელმა, ნატა არაბულმაწარმოგვიდგინა პროექტი ,,მოგზაურობა სანკტ-პეტერბურგში, ეს პროექტი მოსწავლეებს შეუქმნის წარმოდგენას   ამ ისტორიული ქალაქის კულტურული წარსულის შესახებ, რაც ხელს შეუწყობს რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებას.

ბიოლოგიის პედაგოგმა, მანანა კუნელაშვილმა, წარმოგვიდგინა მეტად საინტერესო პროექტი ვირუსულ ინფექციებზე. ამ პროექტით მოსწავლეებს ეცოდინებათ, როგორ უნდა შეძლონ ადამიანებმა თავდაცვა საშიში ინფექციებისგან.
ფიზიკის პედაგოგმა ქეთევან ზარდიაშვილმა გააკეთა პრეზენტაცია თემაზე "მზის ენერგია-მომავლის ენერგია" , ისაუბრა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანმა მზისგან, ბუნებრივი საშუალებით, მოიპოვოს ელექტროენერგია, რაც შეამსუბუქებს ეკოლოგიურ პრობლემებს და ხელს შეუწყობს ეკონომიკის ზრდას.
მადლობას ვუხდი ქალბატონ მანანა კვინიკაძეს,გულისხმიერ პროფესიონალს, მეტად საინტერესო ტრენინგისთვის.

No comments:

Post a Comment