Sunday, April 23, 2017

მეცხრე დღე

ტრენინგის ბოლოს, მე-9 დღეს, გადავამოწმეთ ჩვენი პროექტის გეგმა,  გავაკეთეთ პროექტების პრეზენტაცია
 საინტერესო იყო ყველა პედაგოგის პროექტის საბოლოო ვარიანტიმანანა ჯანიბეგაშვილმა წარმოგვიდგინა პროექტი მიგრაციის თემაზე, გაგვაცნო რამდენად აქტუალურია  დღეს ეს საკითხი, ისაუბრა ამ პრობლემის მოგვარების გზებზე
საინტერესო იყო გეოგრაფიის პედაგოგის, ჟუჟუნა ჯაშის, პროექტი- თუ როგორ შეიძლება ქართველმა სტუდენტებმა უფასოდ ან შეღავათიანად შეძლონ სწავლის გაგრძელება უცხოეთში, რაც მეტად საინტერესო იქნება მეთორმეტეკლასელთათვის.
რუსული ენის მასწავლებელმა, ნატა არაბულმაწარმოგვიდგინა პროექტი ,,მოგზაურობა სანკტ-პეტერბურგში, ეს პროექტი მოსწავლეებს შეუქმნის წარმოდგენას   ამ ისტორიული ქალაქის კულტურული წარსულის შესახებ, რაც ხელს შეუწყობს რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებას.

ბიოლოგიის პედაგოგმა, მანანა კუნელაშვილმა, წარმოგვიდგინა მეტად საინტერესო პროექტი ვირუსულ ინფექციებზე. ამ პროექტით მოსწავლეებს ეცოდინებათ, როგორ უნდა შეძლონ ადამიანებმა თავდაცვა საშიში ინფექციებისგან.
ფიზიკის პედაგოგმა ქეთევან ზარდიაშვილმა გააკეთა პრეზენტაცია თემაზე "მზის ენერგია-მომავლის ენერგია" , ისაუბრა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანმა მზისგან, ბუნებრივი საშუალებით, მოიპოვოს ელექტროენერგია, რაც შეამსუბუქებს ეკოლოგიურ პრობლემებს და ხელს შეუწყობს ეკონომიკის ზრდას.
მადლობას ვუხდი ქალბატონ მანანა კვინიკაძეს,გულისხმიერ პროფესიონალს, მეტად საინტერესო ტრენინგისთვის.

მერვე დღე

დღეს 9 აპრილია,მოვაწესრიგეთ პორტფოლიო, დრაივზე შევქმენით ფეიჯები,ფასილიტაციისთვის შევქმენით კითხვარები, პორტფოლიო ავტვირთეთ ბლოგზე.გავეცანით მე-7 მოდულში პროექტის გეგმის ჩეკლისტს, პორტფოლიოს რუბრიკას. მოგვეცა დავალება -გადავხედოთ ფასილიტაციის ნიმუშებს

მეშვიდე დღე

დღეს 8 აპრილია,გავეცანით გარდნერის თეორიას, მოსწავლეთა დიფერენცირების საკითხებს,ჩვენს პროექტს მოვარგეთ დიფერენცირების კითხვარი,ავარჩიეთ ჩვენი პროექტისთვის ხარაჩო,(სკაპჰოლდინგი)

მეექვსე დღე

დღეს 8 აპრილია,გავეცანით გარდნერის თეორიას, მოსწავლეთა დიფერენცირების საკითხებს,ჩვენს პროექტს მოვარგეთ დიფერენცირების კითხვარი,ავარჩიეთ ჩვენი პროექტისთვის ხარაჩო,(სკაპჰოლდინგი)

მეხუთე დღე


დღეს, 2 აპრილს, შევქმენით შეფასების რუბრიკა და ვისწავლეთ ერთმანეთზე კომენტარების გაკეთება, რაც მეტად სახალისო იყო.

მეოთხე დღე

აპრილს,ინტელის ტრენინგის  მე-4 დღეა, ვიმუშავეთ პოვერპოინტში მოსწავლის ნაშრომის შექმნაზე,ვიყავით მოსწავლის როლში,ვისწავლეთ დიაგრამის ჩასმა,შევქმენით მასალებიავტვირთეთ დრაივში,გავეცანით პრეზენტაციას საავტორო უფლებების შესახებ. გავეცანით მე-2 მოდულის მე-3 აქტივობაში შეფასების ხუთ მიზანს, შევარჩიეთ შეფასების მეთოდები და ინსტრუმენტები, შევქმენით მოსწავლეთა საჭიროებების შესაფასებლად დიაგრამა-,, ვიცი, მინდა ვიცოდე ვისწავლე",დავიწყეთ მიზნის შესაბამისი აქტივობების შევსება. 

მესამე დღე

დღეს,25 მარტს,მესამე დღეს გავეცანით სტანდარტებისა და მიზნების რუბრიკას.
ბლუმის ტაქსონომიას, ზმნების კლასიფიკაციას
ეროვნული სასწავლო გეგმების პორტალიდან გადმოვწერეთ სტანდარტის შესაბამისი ინდიკატორები

დავწერეთ პროექტის მიზნები ინდიკატორებიდან გამომდინარე